ჯანდაცვის მინისტრის მორიგი გაფრთხილება ფარმაცევტულ ბიზნესს.
აფთიაქებს წამლებზე ცოტა ხნის წინ ამოქმედებული რეფერენტული ანუ ზღვრული ფასების დარღვევის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით ემუქრებიან. ჯარიმებმა შესაძლოა ჯამში 35 000 ლარს მიაღწიოს. ამ მომენტისთვის ზღვრული ფასები 1 100 მედიკამენტზეა ამოქმედებული, რომლებიც მხოლოდ ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, წლის ბოლომდე ახალმა რეგულაციამ მთელი ფარმაცევტული ბაზარი უნდა მოიცვას. პარალელურად, მინისტრი სფეროში სხვა ახალ რეგულაციებსაც აანონსებს. დაგეგმილია წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრება, ამ მიზნით მალე ქვეყანაში წამლის ლაბორატორია ამოქმედდება.