წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მონიტორინგი. მთავარი მიგნებები და გამოწვევები. ანგარიშის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა. პრეზენტაცია ომბუდსმენმა წარადგინა. ნინო ლომჯარიას თქმით, საუბარი შეეხო იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირს საქართველოსთვის აქვს გაცემული.
ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონმდებლები ესწრებოდნენ.