„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით, ამავე შეფასების მიხედვით, „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო, რაც ჯანდაცვის დაწესებულებისთვის მოსალოდნელი იყო. პაციენტების ოთახები იყო ფართო, კარგად მოვლილი და სუფთა. ანგარიშში სააკაშვილი მოხსენიებულია, როგორც ბატონი ს. მასზე ნათქვამია, რომ სააკაშვილის მიერ დაკავებული ფართი იყო განსაკუთრებით დიდი, ოთახი და საძინებელი, ამას ემატებოდა სრულად გამოყოფილი აბაზანა. ვენტილაცია და ხელოვნური განათებაც კარგი იყო. გარდა ამისა, პაციენტებს ჰქონდათ შეუზღუდავი წვდომა კარგი ხარისხის სააბაზანოსა და შხაპზე, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ, სთავაზობდნენ პირადი ჰიგიენის ნივთებს“, – ანგარიშის თანახმად, ასევე, პრობლემას არ წარმოადგენდა საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. ამასთან, კომიტეტი რეკომენდაციებსაც ავრცელებს – „მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა.