წალკის კანიონის გახსნა

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ტურისტული ობიექტი – კასს ლენდი – წალკის კანიონი გაიხსნა.  კანიონზე ბრილიანტის ფორმის რესტორანი და ნახევარი კილომეტრის სიგრძის მინის ხიდი აშენდა, რომლის სიმაღლეც მიწიდან 300 მეტრია.

კომპლექსის მშენებლობაში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. სრული კომპლექსი რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტი გამოირჩევა თავისი უნიკალურობით და მოიცავს ვიზიტორთა ცენტრს, შუშის ხიდს, პარკინგს, კოტეჯებსა და სასტუმრო კომპლექსს.