წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატის საქმე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატის, გელა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ბრალი მას ცოტა ხნის წინ თაღლითობის მუხლით წარედგინა. საგამოძიებო უწყება მას 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ედავება, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. ადვოკატი ხვალინდელ სხდომაზე მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. გელა აბულაძე ბრალს არ აღიარებს. პარტიის გენერალური მდივანი კი მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, აბულაძე გუშინ აიყვანეს.