წაჩხურობა

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, წაჩხურობის დღესასწაული აღნიშნეს. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან უშვილო წყვილები იკრიბებიან. ეკლესიისკენ გზას ფეხით გადიან და წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს წყალობას სთხოვენ, უშვილო წყვილებისთვის პარაკლისს იხდიან, ტრადიციაა ეკლესიაში მორთული აკვნების მიტანა და მათი კურთხევა. ნატო ბერულავა და მურად ფარცვაია დეტალებით.