უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომამდე უკრაინელი ხალხი ნატო-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. „შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ნატო კი ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ეს არის „სისუსტე, რომლისთვისაც ალიანსი გადაიხდის“.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს თანამშრომლობას ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან. „ჩვენ კვლავ ძლიერები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ დონეზე პარტნიორებთან, რათა მათგან მივიღოთ თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმაც. „ალიანსის ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება – თქვენ გამო დაიღუპება, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.