ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც უნდა დასრულდეს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განვიხილე დამატებითი ეფექტიანი დახმარების საკითხი და ასევე, უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.