ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს „ვოისის“ გამარჯვებული სტეფანეს გუნდის წარმომადგენელი, მაგდა ივანიშვილი გახდა. გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის მაყურებელმა გამოავლინა. სულ შემოვიდა 1 039 760 ხმა. მაგდა ივანიშვილმა მაყურებელთა ხმების 25, 39 პროცენტი მიიღო. გამარჯვებულს „ვოისის“ ჯილდო და 20 ათასი ლარი გადაეცა.