რამდენიმე საათში გაირკვევა ვინ წარადგენს საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე.
ზუსტად 22 საათზე პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგა-პროექტის, „ვოისის“ ფინალი დაიწყება. პროექტის გამარჯვებული კი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში.