ვლაქერნობის დღესასწაული

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ და ეპარქიის სამღვდელოებამ ზუგდიდის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი, წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს. ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი და საეკლესიო სიწმინდეები მთელი დღე ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე ტაძარში იქნება დაბრძანებული და მისი მოლოცვა ყველა მსურველს შეეძლება. ვლაქერნობა, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელის დაბადების დღე, ზუგდიდში 1990 წლიდან აღინიშნება, პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით.