უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი მოხალისეების ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს. ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან ონლაინშეხვედრაზე არაღიარებული „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “ მეომრებისთვის იარაღის მიწოდებაც განიხილა. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რუსეთის დასავლეთ საზღვართან ნატო-ს ძალების მობილიზების გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი და პრეზიდენტს რეაგირებისკენ მოუწოდა. საკითხთან დაკავშირებით, პუტინმა შესაბამის უწყებას ცალკე ანგარიშის მომზადება დაავალა.