რა გეგმა აქვს ვლადიმერ პუტინს საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით – დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ახალ, სპეციალურ წარმომადგენელს საზღვრების დადგენა დაევალა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პუტინის ბრძანებით, სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრაკოვი დაინიშნა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.
მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, – წერია პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.