ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა მარტვილის კანიონზე

მარტვილის კანიონმა წელს ვიზიტორთა რაოდენობის რეკორდი მოხსნა. სამეგრელოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაცია ერთი დღის განმავლობაში 3700-მა ტურისტმა მოინახულა.

კანიონის გახსნიდან დღემდე კი სტუმრების რაოდენობა მილიონს გასცდა.

რამ განაპირობა ვიზიტორების ზრდა და რით ინტერესდებიან სამეგრელოში ჩასული ტურისტები, – უნიკალური ლანდშაფტისა და გამორჩეული ბუნების მქონე დაცული ტერიტორიის შესახებ ანა ნოდია და ვახო ლეკიაშვილი მოგვიყვებიან.