გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, ახალი ტურისტული სეზონიდან, ვიზიტორები ეროვნული პარკის სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას, თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრში შეძლებენ.
მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი. ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.