ამ წუთებში კი, ბელგრადში საქართველოს ბიზნეს-გარემოზე საუბრობენ. საქართველო-სერბეთის პირველ ბიზნეს-ფორუმს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება.
საუბარია ერთობლივი ბიზნეს-პროექტების დაგეგმვაზე. ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას პოლიტიკურ დონეზე მყუდრო კავშირები აქვს, რაც ეკონომიკაზეც უნდა აისახოს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერს და კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდა.
სანდრო ჰუფალაკიანი ბელგრადიდან.