ვიზიტი სერბეთში

ამ წუთებში კი, ბელგრადში საქართველოს ბიზნეს-გარემოზე საუბრობენ. საქართველო-სერბეთის პირველ ბიზნეს-ფორუმს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება.

საუბარია ერთობლივი ბიზნეს-პროექტების დაგეგმვაზე. ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ  ორ ქვეყანას პოლიტიკურ დონეზე მყუდრო კავშირები აქვს, რაც ეკონომიკაზეც უნდა აისახოს.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერს და კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდა.

სანდრო ჰუფალაკიანი ბელგრადიდან.