საქართველოს პრემიერს თეირანში გამგზავრებისა და ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრების გამო, განმარტებების გაკეთება უწევს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ცერემონიას რეგიონი მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, თეირანში იმყოფებოდნენ გაერო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ირაკლი კობახიძის გუშინდელი ვიზიტის შემდეგ, საგარეო კურსის ცვლილებაზე გაკეთებულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრი სამარცხვინო სპეკულაციასა და გარე ძალებისგან მიღებულ დავალებად აცხადებს.