ვითარება უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან

პანიკა უნდა შეწყდეს, კიევის ქუჩებში ტანკები არ დადიან – ასეთია უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი და მოწოდება. საომარი მოქმედებების ზღვარზე უკრაინის პრეზიდენტი რუსეთიდან თავდასხმის არდაშვებას მთავარ ამოცანად აცხადებს. ვოლოდიმირ ზელენსკი შექმნილი დაძაბულობის დიპლომატიური არხებით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს და მთავარ აქცენტს ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის გააქტიურებაზე აკეთებს.

ქვეყნის პირველი პირი ხაზს უსვამს, რომ 2014 წელთან შედარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის დონე მკვეთრად გაზრდილია. რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო ესკალაციას ექსპერტები თებერვალში პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, შესაძლოა, რუსეთმა ქვეყანას სხვადასხვა წერტილიდან შეუტიოს. პოლიტოლოგების აზრით, აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი რუსეთს უკრაინის დამორჩილება და საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა სურს.

„მოამბე“ უკრაინიდან, ლევან ახალაია მუშაობს კიევში.