ვითარება სტიქიის ზონაში - ღვარცოფული მასის გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ერთვება

შოვი დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასითაა დაფარული – ღვარცოფული მასის გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებში, შესაბამისი აღჭურვილობით, ჯარიც ერთვება. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციას 400 მაშველი ატარებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის სხვადასხვა დანაყოფი და კინოლოგთა ჯგუფი. მუშაობენ მოხალისეებიც. გადარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენებით ონის რაიონულ ცენტრში გადაჰყავთ, სადაც საგანგებო შტაბია მოწყობილი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები სხვადასხვა რაიონიდან. სტიქიის ზონაში ვერტმფრენებით იგეგმება იმ ადამიანების შეყვანა, რომელთა ოჯახის წევრები დაკარგულები არიან. 

შალვა სუმბაძეს ვრთავთ ონიდან პირდაპირ ეთერში – როგორია ბოლო მონაცემები სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე და სალიკვიდაციო სამუშაოებზე.