ბოლო მონიტორინგი სტიქიის ეპიცენტრში.
შოვში ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაწილიღა რჩება შესამოწმებელი. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მითითებულ ადგილებზე მისვლა უკვე შესაძლებელი გახდა – ამ უბნებს ახლა ცოცხალი ძალა მძიმე ტექნიკასთან ერთად ამოწმებს. პარალელურად აქტიური სამძებრო ოპერაციაა დაწყებული მდინარეების – ჭანჭახის და რიონის კალაპოტებში, სადაც წინა დღეებში რამდენიმე დაღუპულს მიაგნეს. საძიებო-სამაშველო სამუშაოები გაფართოებულია და ამბროლაურამდე აღწევს. ამ წუთის მონაცემებით, იძებნება ექვსი ადამიანი. 27 ნაპოვნი ცხედრიდან იდენტიფიცირებულია 25 პირი.
პირდაპირი ჩართვა რაჭიდან, – „მოამბის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში რჩება.