24 გარდაცვლილი და 9 დაკარგული.
უკვე 11 დღეა შოვში ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონა დღეს ვერტმფრენით დაათვალიერა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რის შემდეგაც ონის მერიაში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო და არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში მოისმინა. ყოველდღიურად ფართოვდება სამძებრო არეალი, რომელიც რამდენიმე მდინარის კალაპოტს მოიცავს. დღეს დილით, მაშველებმა იპოვნეს სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც ახლა ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს „მოამბის“ ორი გადამღები ჯგუფი.