რაჭაში, სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. შოვში დაღუპული რამდენიმე მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი, ამ წუთებში ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პარალელურად სტიქიის ზონაში უკვე 11 დღეა, 24 საათის განმავლობაში ძებნა-შველის ოპერაცია ხორციელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძებრო არეალს თითქმის ყოველდღიურად აფართოებს, შედეგად დღეს დილიდან ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული.