მეშვიდე დღეა სამძებრო სამუშაოები გრძელდება შოვში.
მძიმე ტექნიკის გამოყენებით მაშველები, სამხედროები და რეზერვისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, 3 აგვისტოს ტრაგედიის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. სამწუხაროდ დაღუპულთა რიცხვი დღეს 21-მდე გაიზარდა.