შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები არ წყდება. მაშველები მუშაობენ როგორც უშუალოდ ღვარცოფით დაფარულ ტერიტორიაზე, ისე მიმდებარედ მდინარის კალაპოტებში.