შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
უკვე მეშვიდე დღეა რაჭაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.