ვითარება სტიქიის ზონაში - რეზერვისტები სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართულები
შოვში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ჩართულები არიან რეზერვისტებიც. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი.
პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა.