დამანგრეველი სტიქიიდან მეოთხე დღეს კურორტ შოვის ტერიტორიაზე სამძებრო ღონიძიებები არ წყდება.
მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მიმდინარეობს 16 ადამიანის ძებნის პროცესი. ადგილზე რჩებიან როგორც მაშველები ისე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები. მოხერხდა სამძებრო არეალის გაფართოება.