ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ექვსი სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მიმავალი მომარაგების ხაზების დანაღმვას გეგმავდნენ. სომხეთის საგარეო უწყება მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და ჯარისკაცების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთი ორი ქვეყნის საზღვარზე დაძაბულობის განზრახ ზრდის პოლიტიკას დიდი ხანია აწარმოებს.

მოამბე