სოფელ ჩორჩანასთან, ვითარების დეესკალაციის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დაძაბული ღამის შემდეგ, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ადგილზე არსებული ვითარება უნდა განიმუხტოს და ამისთვის უკვე მომდევნო კვირის განმავლობაში კიდევ ერთი შეხვედრა ერგნეთში გაიმართება.
რაც შეეხება ქართველი სამართალდამცავების საგუშაგო პოსტს, საკითხი აღნიშნულ შეხვედრაზე არ იყო განხილული და პოსტი რჩება ადგილზე. ცნობილი ხდება, რომ საპასუხოდ საგუშაგოს გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ წნელისში დე ფაქტო რეჟიმიც გეგმავს.
სოფელ ჩორჩანასთან გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა.