ვითარება შიდა ქართლში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

ადგილზე ეპიდემიოლოგთა ხუთი ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების კვლევა. სოფლის მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. ეპიდ-აფეთქების კერაში მყოფი დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია. სულ დღეს შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 369 ნიმუში იგზავნება. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში დამატებით 46 პირია გადაყვანილი.