პოლიტიკური რეალობა შეცვლილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯო ბაიდენი ძალაუფლების გადასაბარებლად ემზადება. მოქალაქეებისადმი მიმართვის მთავარი გზავნილი იყო ერთიანობა და არა – დაყოფა. „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში კოლეგიის 293 ხმა მოიპოვა, ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს კორონავირუსთან ბრძოლას და სპეციალურ გუნდს აკომპლექტებს. პარალელურად, სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს ყოფილი პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
რა პროცედურებია ახლა მოსალოდნელი და სად იგეგმება ხმების თავიდან გადათვლა –
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძის ჩართვა ვაშინგტონიდან.