ვითარება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ადასტურებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ნინო ფისაძე იმყოფება ტერიტორიის მიმდებარედ და მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.