საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე, დილით რუსი სამხედროები გამოჩნდნენ და უკანონო ბორდერიზაცია დაიწყეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ბოლო ინფორმაციას საოკუპაციო ზოლიდან ნინო ფისაძე მოგვაწვდის.