რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა.
სომხეთის პრემიერი მოსკოვშია. განხილვის მთავარი თემა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ განვითარებული მოვლენებია. პარალელურად რუსეთში იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ვიქტორია ნულანდს მოლაპარაკებების გამართვა დიმიტრი კოზაკთანაც სურდა. სწორედ ის კურირებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს. ორივე მნიშვნელოვანი ვიზიტი რეგიონში გაჩენილ ახალ გამოწვევებს, მათ შორის აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავებას ემთხვევა. თეირანი ერევანთან ახალი სატრანზიტო გზის გაყვანაზე შეთანხმდა.