კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მერის ინფორმაციით, ცნობილია დაინფიცირების წყარო და ის სავარაუდოდ, ბანკს უკავშირდება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დაინფიცრებულის კონტაქტები დადგენა მიმდინარეობს. ლენტეხის მერი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ზომები გამკაცრდეს.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში კი, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივეს მდგომარეობა გაუმჯობესდა. რაც შეეხება თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში 84 ადამიანი რჩება, 692-ს მოეხსნა თვითიზოლაცია ვადის გასვლის გამო. ანაკლია- განმუხურის საკარანტინე სივრცეში, 73 ადამიანია მოთავსებული.