ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორსულ ქალს, რომელიც სპორტსმენის კლასტერიდანაა და მამაკაცს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში, ამ დრომდე კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 86 ადამიანი რჩება. თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო, ზედამხედველობა მოეხსნა 686 პირს. საკარანტინო სივრცეში, ანაკლია-განმუხურში 73 ადამიანი რჩება.