საფრანგეთის რამდენიმე ქალაქი მასობრივი არეულობის ეპიცენტრში რჩება.
პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის მოზარდის დაკრძალვის შემდეგ პარიზის გარეუბნებში, ასევე მარსელში, ტულუზასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ის ფაქტები და ძალადობრივი ქმედებები არ წყდება. დამწვარია ავტომობილები და ცნობილი მაღაზიები. თავდასხმის ობიექტი გახდა ქალაქ პერსანის მერის სახლიც, რა დროსაც მისი მეუღლე და შვილები დაშავდნენ. ხელისუფლება მოძალადეების დასჯის პირობას დებს, გაერო და უფლებადამცველები კი საფრანგეთს სამართალდამცავ სტრუქტურებში რასიზმისა და ქსენოფობიის პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებენ.