„ნაციონალური მოძრაობა“ ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ორგანოების „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თანაგუნდელის, ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის ცემის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით მათ თავისუფლების მოედანზე ბრიფინგი გამართეს. რეგიონული წარმომადგენლების სახელით მედიასთან განცხადება დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ენმ-ის წევრები ქათამაძის ცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებს ადანაშაულებენ და ოზურგეთის საკრებულოს პარასკევს, რიგგარეშე სხდომის გამართვისკენ მოუწოდებენ, რათა დამნაშავე დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების საკითხი განიხილონ.