ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე

თერთმეტამდე გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოკუპირებულ ცხინვალში.

არსებული ინფორმაციით, „კოვიდ 19“ კიდევ რვა პირს დაუდასტურდა. მათ შორის ერთი 14 წლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ასევე არიან დედა და ექვსი წლის შვილი ახალგორიდან. ცხინვალის საავადმყოფოში ორი ექთანი მოათავსეს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ მძღოლთან და ავადმყოფებთან. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ და ოფიციალური თბილისი მზად არის შესაბამიი სერვისი თერთმეტივე პაციენტს შესთავაზოს.