ვითარება ოკუპირებულ ახალგორში - მოამბის ექსკლუზივი

ოკუპირებული ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ჰუმანიტარული პრობლემების გარდა, იქ მცხოვრებ მოსახლეობას წვდომა განათლებაზეც შეუზღუდა.

რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ოკუპირებული ახალგორის ორი ქართული საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც მოამბისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, ორმა მოსწავლემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ისინი, როგორც თავისუფალი მსმენელები, წეროვანის საჯარო სკოლაში აგრძელებენ საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას. მოამბეს ეს ინფორმაცია წეროვანის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა, ცოტა ხნის წინ დაუდასტურა. ოკუპირებული  ახალგორი უკვე ხუთი თვეა ჩაკეტილია.