რამდენიმედღიანი კრიზისის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი არაღიარებული ლიდერის ასარჩევად ემზადებიან.
ე. წ. ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების პროტესტი ჩაცხრა, – მეორე ვადით არჩევიდან ოთხ თვეში დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. თვითგამოცხადებული ლიდერი ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავდა და ვითარების დაძაბვის პირველივე დღიდან აქციის ორგანიზატორებს დიალოგისკენ მოუწოდებდა, თუმცა მოსკოვიდან ჩასულმა სტუმრებმა სიტუაცია შეცვალეს. ხაჯიმბა, რომელმაც ე. წ. არჩევნებში კონკურენტი ერთპროცენტიანი სხვაობით დაამარცხა, მარტში დაგეგმილ ვადამდელ ე. წ. არჩევნებში მონაწილეობასაც აღარ აპირებს.
შემდეგ რეპორტაჟში თქვენ ნახავთ სატელეფონო ინტერვიუებს აქციების ორგანიზატორთან, ე. წ. ოპოზიციის ლიდერთან და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლებიც მოვლენათა განვითარების სცენარზე და ოფიციალურ თბილისთნ ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრობენ.