ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა ე. წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველ არხს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახრა ავიძბამ განუცხადა.
ამ დროისთვის ოკუპირებულ სოხუმში სიმშვიდეა. როგორც ცნობილია, უკვე ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, თანამდებობის დატოვებამდე ოპოზიციის წევრებს შეხვდა, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვიც.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.