როგორია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება საქართველოში. თემაზე „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი ლექვინაძემ ბოლო 9 თვის სტატისტიკაზე, დარღვევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სააგენტომ დაახლოებით 700-მდე განაცხადი განიხილა, საჩივრების 70 პროცენტამდე ონლაინვაჭრობას ეხება. რაც შეეხება დარღვევებს, სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით დარღვევები მოვაჭრეების მხრიდან გაზრდილია და დამრღვევების უმეტესობა მცირე და საშუალო კომპანიებზე მოდის.