ზუგდიდში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არსებულ პრობლემებს გაეცნო კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანმა სასულიერო პირებთან ისაუბრა საჭირო სამუშაოების ჩატარებაზე. კორცხელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნით თარიღდება და აღდგენილია მე-16 საუკუნეში. ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.