ვითარება საკარანტინო ზონებში – ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელთან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ვითარებას ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აკონტროლებენ. მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ბოლნისში მობილური ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა. ინტენსიური შემოწმება გრძელდება მარნეულშიც. საველე ჰოსპიტალში კი, ამ დროისათვის სულ რვა პირია განთავსებული. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ხდება იზოლირებული მუნიციპალიტეტების შესასვლელთან.