„კოვიდ 19“-ის დღევანდელ შემთხვევებს შორის ერთი ბოლნისიდანაა.
პაციენტი სასწრაფო დახმარების იმ სამსახურის თანამშრომელია, სადაც მანამდე 16 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია. რაიონში მეოთხეული გადაცემის ფაქტები გახშირდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ფართოვდება დაავადებულთა საკონტაქტო წრე. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფებს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ, ამავე მეთოდით იკვლევენ ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ექიმებსაც, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ საღამოს შემდეგ ჯამში 251 ადამიანის ანალიზია გაგზავნილი, პასუხებს ახლაც ელოდებიან.
30-ე დღეა, ჩაკეტილ ბოლნისში გიორგი კობერიძე და შოთა ჩოხელი მუშაობენ.