ვითარება ისრაელში

ისრაელი ღაზის სექტორში რადიკალური პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება და ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო მოქმედებები მხოლოდ დასაწყისია. საერთაშორისო საზოგადოება კი ღაზის სექტორში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

ამასთან, ისრაელის მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რეგიონულ ტურნეს მართავს. რეგიონში თავის სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის ჩინეთიც.