საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი – კვიპროსი შენგენის ზონას მომავალი წლის პირველ ივლისს შეუერთდება
კვიპროსი შენგენის ზონას მომავალი წლის პირველ ივლისს შეუერთდება, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა საბერძნეთისა და კვიპროსის მთავრობათაშორისი სამიტის დასრულებისას განაცხადა.
„ველოდებით, რომ კვიპროსი შენგენის ზონას ოფიციალურად 1-ელ ივლისს შეუერთდება და ეს, შესაძლოა, პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს, რომელსაც საბერძნეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში მივიღებთ“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.
მანამდე, კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ ქვეყნის შენგენში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგობები ძირითადად დაძლეულია. ამავდროულად, მას არ დაუკონკრეტებია, როგორ დაინერგება შენგენის ახალი ციფრული შესვლა/გასვლის სისტემა კუნძულის ორ ნაწილს შორის არსებულ გადასასვლელებზე.
საბერძნეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეობას მომავალი წლის ივლისში გადაიბარებს.