ჩილეში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეების შეფასებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული შემცირებები ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დახმარების სფეროებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ჩილეს პრეზიდენტმა, ხოსე ანტონიო კასტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს 30 სექტემბერს წარუდგინა. პროექტი ამჟამად სენატში განიხილება. კონსტიტუციური ვადის მიხედვით, კონგრესმა ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილება 29 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.